კახაბერ ნაკანი კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს

კახაბერ ნაკანის ადვოკატმა სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრის მოადგილის სახელზე წერილი შეიტანა. ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი უკვე 2 თვეა ითხოვს, თუმცა სამინისტროს რეაგირება ჯერ-ჯერობით არ მოუხდენია.

ეს უკვე მეორე წერილია, რომლითაც ადვოკატმა სამინიტროს მიმართა. პირველი წერილი კახა შონაიმ მანამდე შეიტანა, ვიდრე კახაბერ ნაკანი თვითმკვლელობას შეეცდებოდა.

„მან ჩემთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ არ მოხდება მისი გადაყვანა ე.წ. მატროსოვის ციხეში, ის გადაიჭრის საძილე არტერიას“, – განაცხადა კახაბერ ნაკანის ადვოკატმა.

ნაკანი წინასწარი პატიმრობის პირველი დღიდან საკანში მარტო იმყოფება და რამდენიმე დღის წინ მან თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე დანარჩენი ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში მატროსოვის ციხეში იმყოფებიან.

ნაკანი მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც და დეპუტატებმაც.

წერილზე რეაგირების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლოს
შემდეგი სტატიაინგლისელი ფეხბურთელი სტადიონზე სექსის გამო გუნდიდან გააგდეს