იუსტიციის სახლის მშენებლობა კიევში

იუსტიციის სახლის მშენებლობა

იუსტიციის სახლის მშენებლობადღეს, კიევში იუსტიციის სახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ,,ინოვაციების და განვითარების ფონდის” და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა პრეზენტაცია. კიევის ადმინისტრაციამ მათთან ერთად კიევის ცენტრში იუსტიციის სახლისთვის პირველი ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის იუსტიციის მინისტრი, კიევის გუბერნიის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ერთად დაიწყეს ამ პროექტის რეალიზება.
,,იუსტიციის სახლი წლის ბოლომდე უნდა აშენდეს, სადაც ახალი სტანდარტით მიეწოდება უკრაინელ მოქალაქეებს მომსახურება. ეს სრულიად ახალი, გამჭვირვალე შენობა თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება. ესაა ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც უნდა ჩატარდეს და რომელსაც ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან ერთად გავაკეთებთ”_ გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ რიგითი სპეცრაზმელები დაკითხა
შემდეგი სტატია“ირაკლი ფირცხალავა უშუალოდ ახდენდა გასროლებს ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის მიმართულებით”