“ირაკლი ფირცხალავა უშუალოდ ახდენდა გასროლებს ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის მიმართულებით”

კორტების სპეცოპერაციის საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, დღევნდელ პროცესზე მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ირაკლი ფირცხალავა.

როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ 2006 წლის 2 მაისს ე.წ. „კორტების სპეცოპერაციაში“ მონაწილე სპეცრაზმელები – იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი და ალექსანდრე სანიკიძე, რომლებმაც თანმიმდევრული და დეტალური ჩვენებები მისცეს სასამართლოს.

“მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ირაკლი ფირცხალავა არა მარტო ხელმძღანელობდა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა სპეცოპერაციაში და ცეცხლსასროლი იარაღით ახორციელებდა გასროლებს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართულებით. მოწმეებმა განმარტეს, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტების ტერიტორიაზე მიახლოებისას, მათ მიკროავტობუსს გზა გადაუღობა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ავტომანქანამ, რაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იყო სპეცოპერაციის დაწყების ნიშანი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კორტების ტერიტორია სპეციალურად იყო შერჩეული მკვლელობის ჩასადენად. მას შემდგომ, რაც სპეცრაზმის წევრები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, კორტების ტერიტორიაზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან, რამოდენიმე მეტრში მდგომმა ირაკლი ფირცხალავამ გასცა ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართულებით სროლის ბრძანება, რის შემდგომაც სპეცრაზმის ხელმძღვანელმა კახაბერ ნაკანმა განახორციელა გასროლა ავტომანქანის მიმართულებით. სროლებს ასევე აწარმოებდნენ ირაკლი ფირცხალავა და ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები”, – აცხადებს პროკურორი.

მისივე განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან და მისი მგზავრებისგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობდა, ავტომანქანიდან გასროლას ადგილი არ ჰქონია და არც არავის დაჯახებია.

„დღეს წარვუდგენ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას“
გასროლის გარეშე კახაბერ ნაკანი, ირაკლი ფირცხალავა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებდნენ მიზანმიმართულ სროლას ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის მიმართულებით. ავტომანქანამ დაიწყო მოძრაობა, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და დაეჯახა შუქნიშნის ბოძს, რის შემდგომაც სროლები შეწყდა. ამ დროს ავტომანქანასთან მივიდნენ ირაკლი ფირცხალავა, კახაბერ ნაკანი, გიორგი ცააძე და კრიმიანლური პოლიციის რამოდენიმე თანამშრომელი და სპეცრაზმის წევრებს ფაქტობრივად არ მისცეს შესაძლებლობა მიახლოებოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანას. მოწმეთა თქმით, სწორედ ამ დროს გაიგონეს რამოდენიმე გასროლის ხმა და მანქანასთან მიახლოებისას დაინახეს, მანქანის უკანა მხრიდან გამომავალი გიორგი ცააძე. შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომებზე დაკითხული მოწმეების კობა გოგატიშვილის და ქეთევან მირიანაშვილის ჩვენებებით ირკვევა, რომ სწორედ არ დროს განახორციელმა გიორგი ცააძემ ორი საკონტროლო გასროლა შეჯახებული ავტომანქანის წინა სავარძლებზე მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მიმართულებით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს მათთვის იარაღის ჩადება”, – აცხადებს პროკურორი.

ამირან გულუაშვილის თქმით, სპეცრაზმელთა ჩვენებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კორტების ტერიტორია წინასწარ იყო შერჩეული მკვლელობის ჩასადენად, ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას სამართალდამცავებმა ისე გაუხსნეს ცეცხლი, რომ მისგან რაიმე საფრთხე არ მომდინარეობდა, ირაკლი ფირცხალვა კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სროლებში და განახორციელა არაერთი გასროლა ავტომანქანის მიმათულებით.

“მოვლეთანა ამგვარი განვითარება დასტურდება არა მხოლოდ უკვე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მომავალში დასაკითხი მოწმეებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, ჩატარებული ექსპერტიზებით და სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულ თანმიმდევრულ და ქრონილოგიურ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი სრულად აღადგენს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან მომხდარის რეალურ სურათს და დადასტურებს კონკრეტულ პირთა ბრალდეულობას”, – განაცხადა კორტების სპეცოპერაციის საქმის პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლის მშენებლობა კიევში
შემდეგი სტატია„საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ ბრძანება გამოიცა