ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში

ჩინეთის ქალაქ დალიანში მიმდინარე ფორუმზე, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვექტორი, ჩვენი მიზანია ევროკავშირთან მეტი დაახლოება. ასევე ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს არ გვიშლის ხელს გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან, ასევე გვქონდეს პრაგმატული და ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. თუ შევხედავთ ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ნახავთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა არაობიექტუარდ აშუქებდა წლების მანძილზე რეალობას
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს