გოგი თოფაძე: ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა არაობიექტუარდ აშუქებდა წლების მანძილზე რეალობას

ეკა მიშველაძისა და ინგა გრიგოლიას მიერ გადაცემა ”არჩევანში” გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს გოგი თოფაძე. მისი თქმით, ამ ჟურნალისტების გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა.

„ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა არაობიექტუარდ აშუქებდა წლების მანძილზე რეალობას. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი თურმე ფუჭდება, ახალი ხელისუფლება ანგრევს სახელმწიფოს, ეკონომიკას, მედიას და ა.შ. პირიქით, უკუ ეფექტი მისცა ამან. ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ არის ობიექტური და ამით შესაძლოა ამა თუ იმ არხს დაეკარგა მაყურებელი. პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ძალიან წყნარად ლამის სამი წელი ვითმენდით ამას,“ – განმარტა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : გაჩეჩილაძის განცხადება აღიარებითი ჩვენებაა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში