ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან ცინიკურია

კანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაურია

ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც “რუსთავი2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც გვარამიამ განაცხადა, “რუსთავი 2”-ის დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.
“ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება ძალიან სასაცილო და ცინიკურია. სამართლებრივად რაიმეს მიღწევა “რუსთავი2”-ის დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამის შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები. მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაუხადოს მას სახელმწიფომ ან იმ პირმა, ვინც რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი. ძალიან საინტერესოა როგორ მოიქცევა სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონობისკენ. ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო “კოზირი” როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარიდან არ გამოვა, მაღლა მზე იქნება და” რუსთავი 2″ იქნება იქ, სადაც არის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო სააკაშვილის, დამნაშავე მატყუარას მორიგი გამოხტომა”
შემდეგი სტატიაანგელა მერკელს “ისლამური სახელმწიფო” ემუქრება