ანგელა მერკელს “ისლამური სახელმწიფო” ემუქრება

ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელშიც საუბრობენ, რომ გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიებზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ.
ამავე ჩანაწერში ემუქრებიან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ამის შესახებ გამოცემა “Die Welt” იუწყება.
საკუთარი მუქარის დასტურად “ბოევიკებმა” ორი მძევალი სიკვდილით დასაჯეს, რომელიც სირიის ქალაქ პალმირაში განახორციელეს. გამოცემის ცნობით, “ბოევიკები” ჩანაწერში გერმანულად საუბრობენ. ამავე ვიდეჩანაწერში ჩანს, რომ მათ რიგებში უამრავი ადამიანია გერმანიიდან და ავსტრიიდან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან ცინიკურია
შემდეგი სტატიაგამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყო