ინდონეზიის ეროვნული საძიებო და სამაშველო სააგენტო ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს ინფორმაციას პროვინცია პაპუაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, რომლის ბორტზეც 54 ადამიანი იმყოფება-ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმის დადასტურება, რომ თვითმფრინავთან კონტაქტი დაკარგულია”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ბამბანგ სოელისტიომ.
მანამდე პროვინციის ერთ-ერთი ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, “Trigana Air Service”-ის კუთვნილი თვითმფრინავი “Air” მთას შეეჯახა და ტრანსპორტში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.