დაკარგული დებიდან ერთის ცხედარი აღმოაჩინეს

დაკარგული დებიდან ერთის ცხედარი აღმოაჩინეს

თბილისში დაკარგულ დების ინდირა და ლიზა ზარანდიების ცხედრები აღმოაჩინეს.  როგორც "აქცენტს" გოგონას ახლობლებმა განუცხადეს, ზარანდიების ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს.  "დაუკავშირდნენ ოჯახს, ორივე და გარდაცვლილია, ეს არის დიდი ტრაგედია:" - აცხადებენ მეგბრები,

დაკარგული დებიდან ერთის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ინდირა ზარანდიას ცხედარს მზიურის პარკთან მიაკვლიეს.

კრიზისების მართვის საბჭოს წევრები ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მანამ, სანამ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდება ვინაობას ვერ დაასახელებენ.

არსებული ინფორმაციით ინდირა ზარანდია თავის დასთან და მეგობართან ერთად ტაქსით გუშინ ვაკე-საბურთალოს გზაზე გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით  მაშველებს ამ დროისთვის არც ტაქსის მძღოლი და არც ირინას თანმხლები 2 პირი არ უპოვიათ.

დაკარგული დებიდან ერთის ცხედარი აღმოაჩინეს

banner
წინა სტატიაშიმზიურის პარკთან ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაზოოპარკიდან გაქცეული ზოგიერთი ცხოველი უმიზეზოდ დახოცეს