ზოოპარკიდან გაქცეული ზოგიერთი ცხოველი უმიზეზოდ დახოცეს

get_imgზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, წყალდიდობის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ზოგიერთი ცხოველი საჭიროების გარეშე დახოცეს… ამის შესახებ მან ერთ-ერთ უცხოურ სააგენტოსთან განაცხადა.
,,თუ მხეცის მიერ ადამიანზე თავდასხმის საფრთხე არსობებს, მაშინ ცხოველის ლიკვიდაცია გასაგებია. მაგრამ ზოგიერთი საკითხი ახსნა განმარტებას მოითხოვს. მე ზუსტად ვიცი, რომ დახოცვის ბრძანება არ ყოფილა… უბრალოდ ზოგიერთებმა გადაამეტეს უფლებებს.,, განაცხადა გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექციის ცნობით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა იშვიათი ჯიშის თეთრი ლომი ,,შუმბა,,, რომელიც თავში გასროლით არის მოკლული. სოციალური ქსელით კი სხვა დახოცილი ცხოველების ფოტოებიც ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიდაკარგული დებიდან ერთის ცხედარი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისში მაშველების გამოსაგზავნად მზადყოფნას გამოთქვამს