იენს სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს

“რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს” – განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში ილაპარაკა. მისი თქმით რუსეთი, რომელიც ძალას იყენებს საკუთარი საზღვრების გაფართოვებისთვის, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი ბირთვულ პოტენციალს ანახლებს მაშინ, როცა ბირთვული სტრატეგიის გადახედვაზე ალიანსიც მუშაობს. სტოლტენბერგმა უარყო მხარეებს შორის ახალი ცივი ომის არსებობა და განაცხადა, რომ ალიანსის პასუხი მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.

“შეხვედოთ რას აკეთებს რუსეთი. მოსკოვი მზადაა გამოიყენოს ძალა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ, ამიტომაც ჩვენ უკვე გავაძლიერეთ საბრძოლო მზადყოფნა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედროების რიცხვი გავზარდეთ, გავააქტიურეთ საჰაერო პატრულირება და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბულგარეთში პოლონეთსა და რუმინეთში შტაბბინები მოვაყწვეთ,”-განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანდა. მან ასევე აღნშნა, რომ რუსეთის ქმედებებს ალიანსი პროპორციული და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ძალიან ბევრი პატიმარი ყლაპავს ნივთებს პროტესტის ნიშნად
შემდეგი სტატიალევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი და ემზარ კვიციანი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამართლიანობის აღდგენას იწყებენ