გიორგი მღებრიშვილი: ძალიან ბევრი პატიმარი ყლაპავს ნივთებს პროტესტის ნიშნად

ძალიან ბევრი პატიმარი ყლაპავს ნივთებს პროტესტის ნიშნად, მაგრამ ძირითადად, ეს არის შანტაჟი სამინისტროს, ხელმძღვანელობის მისამართით , – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პატიმრების მხრიდან ნივთების გადაყლაპვის საკითხს.
როგორც მინისტრმა ბათუმის #3 დაწესებულების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ციხეებს ადმინისტრაცია აკონტროლებს და შანტაჟის ენით საუბრით პატიმრები ვერ მიაღწევენ კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებას.
“ამ ინსინუაციებითა და შანტაჟის ენით საუბრით, ვერც ერთი პატიმარი ვერ მიაღწევს თავის საწადელს, რომ კრიმინალურმა სუბკულტურამ გაიდგას ფესვები და მოძლიერდეს. აქ ადმინისტრაციაა მმართველი და ასე იქნება ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვიქნები ამ სისტემის მინისტრი”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
დღეს მინისტრი ბათუმის #3 საპყრობილეში სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო და მსჯავრდებულთა საჭიროებებით დაინტერესდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი მიმდინარეობს (ფოტო)
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს