ია მეტრეველი: მკვლელი ბაშალეიშვილი აღიარებს, რომ დამიზნებით ესროლა ბუტას

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ პოლიციელ გიორგი ბაშალეიშვილს მიმართავს, ალაპარაკდეს.
როგორც ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოში, დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა, ბაშალეიშვილმა რამდენჯერმ მიუგზავნა პირები იმის სათქმელად, რომ ინანიებს რობაქიძისთვის ნასროლ ტყვიას. ია მეტრეველი კი აცხადებს, რომ თუკი მართლაც მონანიება სურს, ბაშალეიშვილმა გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენება, თუ რა მოხდა მკვლელობის ადგილას.
“მკვლელი ბაშალეიშვილი აღიარებს, რომ დამიზნებით ესროლა ბუტას. იმასაც ამბობს, რომ ეს იყო საპასუხო ქმედება. მის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ახლა აქვს შანსი, მოინანიოს. თუ უნდა, რომ უფალმა შეუნდოს, ახლა მაინც უნდა თქვას სიმართლე. იგი ბოლო პერიოდში მიგზავნიდა გარკვეულ პირებს. თუკი ინანიებს, ახლა აქვს შანსი, შეუმსუბუქდეს ცოდვა”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ამასთან, მისი თქმით, საუბრი ჰქონდა კიდევ ერთ მოწმესთან, პოლიციელ გია სარიშვილთან, რომელმაც მიაწოდა ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუტას და მის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს.
ია მეტრეველის თქმით, სარიშვილი მასთან მივიდა და უთხრა, რომ ინანიებს, რომ ეს აქამდე არ უთქვამს. ამასთან, ია მეტრეველის თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობაში პასუხისმგებლობა შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ეკისრება.
“თუკი ვინმე მაღალჩინოსანი არსებობდა, შემთხვევის ადგილას ყველა იყო მისული, ოქრუაშვილის გარდა. ოქრუაშვილს იმაშე ვადანაშაულებ, რომ თუკი იმ ღამეს რაც მოხდა, ეს არ იცოდა, მეორე დღეს ხომ გაიგო სიმართლე. ის ყო მინისტრი და მისი და საკაშვილის პოლიტიკა იყო, პატრულის იმიჯი არ შელახულიყო”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ამასთან მისი თქმით, სცენარი რომელიც განხორციელდა ბუტა რობაქიძისა და მისი მეგობრების მიმართ, დაგეგმილი იყო შს სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსის, გურამ დონაძის მხრიდან.
“ერთი წელი ბუტას მკვლელობის შემდეგ უგონოდ ვიყავი. პროცესებში კი ჩავერთე მას შემდეგ, რაც გირგვლიანი მოკლეს. ამ საქმეშიც ფიგურირებს გურამ დონაძე, რომელიც ჩემდა გასაოცრად დღემდე დაუსჯელია, ახლა კი ჟურნალისტებს ურეკავს და ეუბნება, თითქოს მე ჩემს ფონდში ხალხს 20 ლარს ვძალავ. “ნაციონალებმა” არა ერთხელ განახორციელეს ბოროტი სცენარი, 23 ნოემბერს მომიკლეს ხელაწეული ანგელოზივით ბავშვი”, – განაცხადა ია მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიმივსწერე ლევან შონიას,მაგრამ ნული მიმატებული ნულზე და გამრავლებული ნულზე ნულია–ბონდო მანია
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს