იმ პირობებში, როდესაც თბილისი ჯიუტად აცხადებს უარს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, ჩვენი მესაზღვრეები საქართველოსთან საზღვარს იცავენ”, – წერია განცხადებაში.
ამას გარდა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ქვეყნის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი მოსკოვში 11 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდება. რუსული მხარის ცნობით, “მინისტრები ორ ქვეყანას შორის კავშირების შესახებ, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისუაბრებენ”.