„თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა“, – ვახტანგ გომელაური გიორგი გუდაძეზე

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

26 წლის გიორგი გუდაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელური პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების ფაქტს გამორიცხვავს და ოჯახის წევრებს პრეტენზიების შემთხვევაში საკითხის გენერალურ ინსპექციაში გასაჩივრებას ურჩევს.

მინისტრის თქმით, ექსპერტიზის შედეგების შემდეგ სასამართლო მიიღებს გიორგი გუდაძისთვის სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილებას.

„თუ ადამიანს არაფერი არ აღმოაჩნდება, არც იარაღი, არც ნარკოტიკი, მას ათავისუფლებენ. თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა. ექსპერტიზის პასუხს დაელოდებიან და იქიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტს რა მიუსაჯოს ადამიანს, გაათავისუფლოს, გირაოთი გამოშვას, თუ რა გააკეთოს“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიჩრდ. კორეის თავდაცვის მინისტრი მხეცურად დახვრიტეს
შემდეგი სტატია„იყო საკითხები, რომელზეც მას ჰქონდა განსხვავებული აზრი,” – მანანა კობახიძე თამარ კორძაიაზე