ჩრდ. კორეის თავდაცვის მინისტრი მხეცურად დახვრიტეს

სამხრეთ კორეის დაზვერვის მიერ გავრცელებული ცნონით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეის) თავდაცვის მინისტრი ხიონ იონ ჩხოლი, ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინისადმი გამოჩენილი უპატივმცემლობისა და არალოიალურობის გამო დახვრიტეს.
,,ბიბისის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ჩხოლი იმის გამო დახვრიტეს, რომ მას ერთერთ სამხედრო ღონისძიებაზე ჩაეძინა…. დახვრეტას კი, რომელიც საზენიტო დანადგარიდან გასროლით მოხდა, ათეულობით მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე დაასწრეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ მარალი რანგის ჩინოვნიკის პირველი დახვრეტა კიმ ჩენ ინის მხრიდან… 2014 წელს მან საკუთარი ბიძა ჩან სონ თხეკი, რომელიც ჩინეთთან მოლაპარაკებებზე იყო პასუხისმგებელი, იმის გამო რომ ეკონომიკურ რეფორმებს უჭერდა მხარს, დაახვრეტინა.
მიმომხილველთა აზრით, კიმ ჩენ ინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გარკვეულ საფრთხეებს გრძნობს საკუთარი გარემოცვიდან და მსგავსი აქტებით პოზიციების გამყარებას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშისენაკის გამგეობაში გამგებლის და რაიონის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილის მეგობრები და ახლო ნათესავები მუშაობენ
შემდეგი სტატია„თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა“, – ვახტანგ გომელაური გიორგი გუდაძეზე