„თურქეთის საბაჟოზე ტელეფონი წამართვეს და თავში ჩამარტყეს“

მოქალაქე თენგიზ ხალვაში საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთისას, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე მებაჟის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გონიოს პოლიციამ გამოკითხა.

“როდესაც მებაჟეს პასპორტი მივაწოდე ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. მე ვლაპარაკობდი ტელეფონზე და ის ამოწმებდა მონაცემებს. რადგან ტელეფონზე ვლაპარაკობდი ამაზე გაბრაზდა, გამომტაცა ჩემივე ტელეფონი და მომაყენა შეურაცხყოფა – ჩემი მობილური ჩამარტყა თავში. მე მივმართე თურქეთის სამართალდამცავებს, მაგრამ არ ვიცი რას გააკეთებენ. ასევე სარფში, ჩვენს გამსვლელ პუნქტზე განვაცხადე ამის შესახებ, მათ გამოიძახეს გონიოს პოლიციის განყოფილება, რომლებმაც წამიყვანეს პოლიციაში“, – აცხადებს თენგიზ ხალვაში.

ამ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვეაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საჯაროდ აცხადებენ. 30 ივნისს ამის შესახებ თემურ აბაშიძემ განაცხადა.

პირველი ინციდენტის შემდეგ, ბათუმში, თურქეთის საკონსულოში განმარტეს, რომ თემურ აბაშიძის საქმის შესწავლა დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა
შემდეგი სტატიასაკრებულოებს მერების რიგგარეშედ დაბარების უფლება შესაძლოა, შეეზღუდოთ