საკრებულოებს მერების რიგგარეშედ დაბარების უფლება შესაძლოა, შეეზღუდოთ

საკრებულობების მიერ მერების ანგარიშით დაბარებისთვის განსაზღვრული კვორუმი იზრდება. ამასთან, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს გარკვეული შეზღუდვაც შეიძლება დაუწესდეს.
აღნიშნულს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც მთვარობის ინიციატივით პარლამენტი იხილავს.
მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, მერი/გამგებელი საკრებულოს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. გარდა ამისა, ვალდებულია, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის შემთხვევაში, საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარსდგეს.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ერთი მეოთხედის ოდენობით განსაზღვრული კვორუმი ერთ მესამედამდე იზრდება. ასევე, ამავე პროექტის თანახმად, მერებს საკრებულოში რიგგარეშედ მისვლა, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ შეეძლებათ.
როგორც პარლამენტში ითქვა, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო ფორმატში განხილვისას გამოითქვა შენიშვნები და დაისვა საკითხი პროექტიდან იმ შეზღუდვის ამოღებასთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოებში მერების რიგგარეშე ანგარიშით წელიწადში არაუმეტეს ორჯერ მისვლას ითვალისწინებს, რის გაზიარებასაც მთავრობა აპირებს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ჯერ არ გასულა. შესაბამისად, პროექტში რაიმე ტიპის ჩასწორებები განხორციელებული არ არის.

banner
წინა სტატიაში„თურქეთის საბაჟოზე ტელეფონი წამართვეს და თავში ჩამარტყეს“
შემდეგი სტატია“გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრზე ძალიან მალე საქმე აღიძრება”