თბილისის მერს საკრებულოსთან “პარტიზანი მებაღეები” აქციით ხვდებიან

თბილისის მერს საკრებულოში დეპუტატები, საკრებულოსთან კი „პარტიზანი მებაღეები“ ელოდებიან.

დავით ნარმანიამ დეპუტატებს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში უნდა ჩააბაროს.
„პარტიზანი მებაღეები“, კი მერისგან მოითხოვენ პასუხს ქალაქში მწვანე საფარის განადგურების გამო.

ისინი მაგალითად იპოდრომის ტერიტორიაზე დაწყებულ ხეების გაჩეხვას ასახელებენ და მერს მილიონი ხის დარგვის პირობას ახსენებენ.

„მერი, რომელიც შეგვპირდა, რომ მილიონ ხეს დარგავდა, ჯერჯერობით მხოლოდ განადგურებისკენ არის მიმართული,“ – განაცხადა ერთ-ერთმა „პარტიზანმა მებაღემ“ მარიამ ნანობაშვილმა.

დედაქალაქის მერმა, კი განმარტა რომ დაპირებებზე საუბარი საკრებულოს სხდომაზე ექნება და მანვე განაცხადა, რომ ერთი მილიონი ხე აუცილებლად დაირგვება.

აქვე იმართება მეორე საპროტესტო აქციაც. ორგანიზაციები „აპრიორი“, „სამართლის თაობა“ და „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ მერიაში კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ და ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ.

ცოტა ხანში საკრებულოსთან შინაური ცხოველების უფლებების დამცველებსაც ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: თავდაცვის უწყების მხრიდან სამომავლო გეგმების გადახედვა მოხდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ