თამარ ბერუჩაშვილი: ამ მიმართულებით ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ“

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ასოცირების ხელშეკრულების სარგებლის გაზიარების თემა დამატებით განხილვებს მოითხოვს.

საგარეო საქმეთა მინსიტრმა ეს განცხადება ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

„ქართულმა მხარემ განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებლის გაზიარების შესაძლებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს არის ახალი თემა, რომელიც დამატებით რესურსებს, განხილვებს მოითხოვს. ამ მიმართულებით ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ასევე, ხაზი გავუსვით, რომ პროგრესი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაზრდის მიმზიდველობას“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

ბრიუსელში მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურება და სხვა საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობასაც.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უხელმძღვანელა. სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ავიაკატასტროფა – ორი ავიალაინერი ერთმანეთს შეეჯახა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: რეგიონში მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის