მორიგი ავიაკატასტროფა – ორი ავიალაინერი ერთმანეთს შეეჯახა

მორიგი ავიაკატასტროფა ამჯერად დუბლინში მოხდა. Ryanair-ის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს ასაფრენ ბილიკზე შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ორივე ავიალაინერი დაზიანდა. შეჯახების გამო ასაფრენი ბილიკი დროებით ბლოკირებული იყო.

არსებული ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მგზავრების ევაკუაცია და მათი ალტერნატიულ თვითმფრინავებში განთავსება აეროპორტმა მალევე განახორციელა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას AirLine ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშინუ მოჭრით ბზას – საპატრიარქოს და გარემოს დაცვის სამინისტროს მოწოდება
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: ამ მიმართულებით ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ“