“რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და მემგონი, ამით ევროპა არ დაქცეულა,”-ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, გააკეთა.
თამაზ მეჭიაური “გაზპრომთან” მოლაპარაკების საკითხს გამოეხმაურა.
„უნდა ინახოს პირობები, რა პირობებით აპირებენ დაბრუნებას და ამის შემდეგ უნდა აიწონ-დაიწონოს, რამდენად მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და მემგონი, ამით ევროპა არ დაქცეულა,”-განაცხადა მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაურმა კომენტარი “გაზპრომში” ბიძინა ივანიშვილის მიერ წილების შესაძლო ფლობაზეც გააკეთა კომენტარი.
“მე ბატონ ბიძინას წილებზე ინფორმაცია არ მაქვს, რამდენი აქვს, მივესალმები თუ ექნებოდა, თუ მეტიც ექნებოდა,“-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.