თავდაცვის სამინისტრო წყნეთის მიმართულებით დამატებითი თექნიკის გამოსაყოფად მზად არის

ვერეს ხეობაში დაზიანებული გზა მოინახულა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. დავით ებრალიძის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უწყების დამატებითი ძალები არიან მობილიზებული. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყოფილი იქნება ყველა სახის ახალი ტექნიკაც.

“უფროდაუფრო იზრდება თავდაცვის სამინისტროს როლი ტექნიკით და ცოცხალი ძალით. მოითხოვეს შვეულმფრენი და წყნეთის მიმართულებით დაიზვერება ტერიტორია და თუ საჭირო იქნება მთის ჩამოშლა შეიძლებ პატარა აფეთქებებიც დასჭირდეს, ასე რომ სამინისტრო მობილიზებულია,”-განაცხადა დავით ებრალიძემ.

banner
წინა სტატიაში“დღეს მიზეზების ძიების დრო არ არის“-ნიკა მელია ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაგავივლით კონსულტაციებს მთავრობასთან და ვეცდებით დახმარება გავუწიოთ მათ- შვეიცარიის ელჩი დახმარებისთვის მზად არის