ზურაბ ჭიაბერაშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესს მიეცეს გასაქანი

“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული გეგმა 36-პუნქტიანი დოკუმენტი გადასახადების შემცირებას, ინვესტირებისთვის უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნას და სოციალური პროექტების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ნაციონალური მოძრაობა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს. პროგრამა დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს.

“მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ბიზნესს მიეცეს გასაქანი და დაიწყოს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი მატება და მეორე, უამრავი უსარგებლო პროგრამა, გათვლილი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ბიუროკრატიაზე, მათ სანათესაოზე და კორუფციაზე, შეიცვალოს მიზანმიმართული პროგრამებით, რათა ფული უშუალოდ მივიდეს ხალხთან,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, მოგების გადასახადის გაუქმება, ბიზნესთან სახელმწიფოს დავების დიდი ნაწილი ამით იხსნება და ბიზნესი რეალურად თავისუფლდება, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების კუთხითაც.

“წარმატება არ უნდა დაისაჯოს. რაც უფრო წარმატებულია ბიზნესმენი, მით მეტს იხდის მოგების გადასახადს. ეს კი არალოგიკურია,” – განაცხადა “პოლიტიკის ანალიზის ცენტრის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ეროვნული ბანკების დამოუკიდებლობის დამცველია
შემდეგი სტატიაოქროპირიძის საქმეზე მოსამართლემ ვიდეო-ფოტო-აუდიო გადაღება შეზღუდა