ზოოპარკთან მოხალისეები იკრიბებიან

moxalise 3 moxalise 5 moxaliseebi 1თბილისის ზოოპარკის შესასვლელთან ამ წუთებისთის მოხალისეები იკრიბებიან. როგორც “თაიმერს” ერთ-ერთმა მოხალისემ განუცხადა, ისინი ზოოპარკის და გმირთა მოედნის დასუფთავების პროცესში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. თუმცა ჯერ-ჯერობით მათ ზოოპარკის ტერიტორიაზე არ უშვებენ, ისინი ბრძანებას ელოდებიან. ასეულობით მოხალისე მზადაა ქალაქის დასუფთავების პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით გადაუღებელი წვიმების შედეგა დმდინარე ვერე ადიდდა, რამაც ქალაქის ცენტრალური ქუჩების, განსაკუთრებით კი ვერეს ხეობის დატბორვა გამოიწვია.

გუშინდელი სტიქიის შედეგად, ზოოპარკში მხოლოდ ეგზოტერიუმი და ის ბინადრები გადარჩნენ, რომლებიც პარკის ზედა მხარეს იყვნენ განთავსებული.

banner
წინა სტატიაშიბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსთან 6 მგელი მოკლეს
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში სახლის ნაწილი ჩამოიშალა