ვერეს ხეობაში სახლის ნაწილი ჩამოიშალა

ჩვენ ხომ ტექნიკური წყალი არ გვაქვს თბილისში, ჩვენ ვრწყავთ სასმელი წყლით და კუბური მეტრი ორგანიზაციისთვის 4 ლარი ღირს. ეს ჩვენი გადახდილი ბიუჯეტია. დაახლოებით 100 000 ლარი დღეში, ეს მილიონი ხე რომ დავრგოთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტექნიკური წყლის მარაგზე. ღმერთმა პირდაპირ მოგვცა ეს..თან პირდაპირ გაკეთებული... კიდევ მოწვიმს, ამ თბილისში, მართლა გეუბნებით, იქითა წელსაც იქნება წვიმა. ყველაზე ძვირი მსგავსი დამბების კეთებაში ჯდება ჯებირი. ვაკე-საბურთალოს გზა ძირში არის დაახლოებით 170 მეტრი, ზევით კი 90 მეტრი, ანუ ნებისმიერი გაანგარიშებით ის უძლებს ამ ნაკადს. შესაბამისად, იქ ძალიან კარგი წყლის სარკე შეიძლება გვქონდეს და უფრო მეტს გეტყვით, იმ მოსახლეობას, ვისაც იქ ნაკვეთები და სახლები აქვთ, იმათ შეიძლება კომპენსაციის სახით ბინის გარდა მივცეთ ნაკვეთები სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც არაჩვეულებრივი სარეკრეაციო ზონაა“,- განაცხადა როსტომაშვილმა.

ვერეს ხეობაში კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გუშინდელი სტიქიის შემდეგ 2 კერძო სახლია დარჩენილი, რომელთაგან ერთის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოიშალა. შენობის ჩამოშლილი ნაწილი მიშენება იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ შენობა სრულად დაინგრევა, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკთან მოხალისეები იკრიბებიან
შემდეგი სტატიამეგობრები და ახლობლები სტიქიის შედეგად გაუჩინარებულ სერგო კაპანაძეს ეძებენ