ზვიად ძიძიგური: ოპოზიცია ახირებული ბავშვის პოზიციიდან გამოვიდეს და რიგგარეშე სხდომა მოითხოვოს არ არის სწორი

მმართველი კოალიციის წევრი ზვიად ძიძიგური, პარლამენტში  რიგგარეშე სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს. განცხადება ამის შესახებ ძიძიგურმა ჟუნრალისტებთან საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.

ძიძიგური ამბობს, რომ არ არის აუცილებელი მთავრობის წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება და მიმართავს კოლეგებს მოხდეს ცვლილება რეგლამენტში.

“რეგლამენტი არის დასახვეწი. ასე ოპოზიცია ახირებული ბავშვის პოზიციიდან გამოვიდეს და რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვოს გამუდმებით არ არის სწორი. პარლამენტი ამ შემთხვევაში კონსტიტუციურად არის ვალდებული ჩანიშნოს სხდომა. ეს სხდომა მათ სჭირდებათ რათა გააღვივონ პოლიტიკური პროცესები 21 მარტიის წინა პერიოდში,”- აცხადებს ზვიად ძიძიგური.

 

banner
წინა სტატიაშირიგგარეშე სხდომის ნაცვლად პარლამენტში მთავრობას შესაძლოა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინონ
შემდეგი სტატიასაკანალიზაციო ჭაში მყოფ მამაკაცს მანქანამ გადაუარა