რიგგარეშე სხდომის ნაცვლად პარლამენტში მთავრობას შესაძლოა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინონ

მმართველი კოალიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარების მომხრე არ არის. განცხადებები თემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში კეთდება.

მმართველი კოალიციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომის ნაცვლად პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

როგორც მმართველი კოალიციის წევრი აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, გაიმართება თუ არა პარასკევს შეხვედრა დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის.

ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები იქნებიან, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც.

banner
წინა სტატიაშინემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ოპოზიცია ახირებული ბავშვის პოზიციიდან გამოვიდეს და რიგგარეშე სხდომა მოითხოვოს არ არის სწორი