ვინ რამდენ ლტოლვილს მიიღებს ევროპაში და როგორ…?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი 20 ათას ლტოლვილს მიიღებს 5 წლის მანძილზე…
უფრო ადრე გაკეთებულ ინტერვიუში კემერონმა აცხადებდა, რომ ბრიტანეთი «მორალურ პასუხისმგებლობას» გრძნობს იმათ წინაშე, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლები სირიის კონფლიქტისას… თუმცა, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა ლტოლვილებს უგამონაკლისოდ გაეროს ბანაკებიდან მიიღებს, რომელიც სირიის საზღვრებთან არის განთავსებული. აქედან გამომდინარე, ქვეყნის გადაწყვეტილება არ შეეხება იმათ, ვინც უკვე იმყოფება ევროპაში. გასული ოთხი წლის მანძილზე კი, ლტოლვილის სტატუსი ბრიტანეთში თითქმის 5 ათასმა სირიელმა მიიღო.
ბრიტანეთის გარდა, საფრანგეთიც მზად არის თავშესაფარი 24 ათას სირიელს მისცეს… ხოლო გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ლტოლვილების საჭიროებისათვის 6 მილიარდი ევრო გამოიყო. ამ გეგმის თანახმად, გერმანიაში ახლოებით 150 ათას ლტოლვილზე ახალი ბანაკები აშენდება. ასევე გამოიყოფა დამატებითი ფინანსები ენის შესასწავლი პროგრამისთვის და ლტოლვილთა ინტეგრაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო სააკაშვილის პრემიერობას განიხილავს… პეტიციამ ხმების რაოდენობა მოაგროვა (+VIDEO)
შემდეგი სტატიარუსეთი სომხეთს გაზს შეღავათიანი ტარიფით მიაწვდის…