“ვესაუბრე თბილისის მერს, გადაწყვეტილება არ არის მიღებული,”- ირაკლი ლექვინაძე

ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე შესაძლოა ირაკლი ლექვინაძემ ჩაანაცვლოს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ლექვინაძე ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“არ ღირს ამაზე კომენტარი, შეხვედრა გვქონდა თბილისის მერთან. არ ვიცი შეიძლება კვლავ გაიმართოს კიდევ ერთი შეხვედრა. მხოლოდ ვისაუბრეთ, გადაწყვეტილებები არ მიგვიღია,”- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მმართველ გუნდში თბილისის მერის მოადგილედ ირაკლი ლექვინაძის წარდგენას დადებითად აფასებენ. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიესალმება თბილისის მთავრობის ეკონომიკური გუნდის გაძლიერებას.

სავარაუდოდ თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშიებით განცხადებას დავით ნარმანია მომდევნო კვირაში გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების მიზნით ხელმოწერების შეგროვება იწყება
შემდეგი სტატიააფეთქება თეთრი სახლის აეროდრომთან და განგაში ობამას ადმინისტრაციაში