დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების მიზნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკრებულოში ქალაქის მერის დაბარების მოთხოვნას ხვალ ”თავისუფალი დემოკრატებიც” შეუერთდებიან. ქალაქის მერის საკრებულოში დაბარების ინიციატივით დამოუკიდებელი დეპუატატი ალექსანდრე ელისაშვილი გამოვიდა. დავით ნარმანიას მუნიციპალურ ორგანოში დაბარება, რეგლამენტის თანახმად, 13-მა დეპუტატმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდა ნარმანიას კანონის თანახმად საკრებულოში დაიბარებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი აბესაძე კი განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის მქონე მერს არ უნდა სჭირდებოდეს ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საკრებულოში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის საელჩო ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია“ვესაუბრე თბილისის მერს, გადაწყვეტილება არ არის მიღებული,”- ირაკლი ლექვინაძე