იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთივე უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში, პოლიციელის უფლება-მოსილებებში ცვლილებებია საჭირო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მინისტრის თქმით, საუბარია უმნიშვნელო ცვლილებებზე.
“საუბარია უმნიშვნელო თემებზე და არა ისეთი უფლებების მიცემაზე, რომ პოლიციელს პირდაპირ სროლის უფლება ჰქონდეს. ახლანდელი კანონი ძალიან ნორმალურია, თუმცა არის პატარა ცვლილებები საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთივე სავალალო და უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში”, – განაცხადა გომელაურმა და განმარტა, რომ საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა.