“მე ვფიქრობ, რომ გამოძიება საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, აქ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ თეა წულუკიანი დღემდე ნეგატიურადაა განწყობილი იმ პროექტების მიმართ, რაც იუსტიციის სამინისტროშია განხორციელებული, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც ქმნიდა მუდმივად ახალ პრუდუქტებს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად გაჩერდა მისი მინისტრობის პერიოდში და ამ სამი წლის მანძილზე, მე პირველ რიგში, რომ მეამაყება რომ თანამონაწილე ვარ იმ პროცესის, რომელმაც შექმნა იუსტიციის სახლის პრექტი, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს და წულუკიანისთვის შეიძლება ეს არის მხოლოდ შენობა, მაგრამ ეს არის ასევე შინაარსი, რაც მთავარია სიმარტივე, რომელიც მოქალაქეებისთვის შეიქმნა, რაც შეეხება უკვე გაკეთებულ საქმეს, 2 წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენ 50 ათას კვადრატულზე მეტი გავხსენით სხვადასხვა იუსტიციის სახლები მთელი საქართველოს მასშტაბით და მიღწევა, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს წულუკიანის მინისტრობის პერიოდში, არის ორად ორი- ერთი მიგრაციის შესახებ კანონი, რომელმაც 400 მილიონი მარტო გასულ წელს დააკარგინა საქართველოს და უამრავი უმუშევარი ადამინი დატოვა და მეორე, ერთი მანქანა სამშენებლო ნარჩენების გატანა სამი წლისთავზე რაც ის არის იუსტიციის მინისტრი. არ მგონია, რომ ეს იყოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და რაც ქვეყანაში არესბულ გამოწვევებს პასუხობს. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი პრობლემა არ არის, შეუძლიათ გამოიძიონ სამშენებლო ნაგვის წარმომავლობა. ცოტა სასაცილოც არის ალბათ თემა. ეს თემა დღეს წამოწიოს იმიტომ, რომ ეხლა სამინისტრო ვერ ქმნის ვერანაირ ახალ პროდუქტს და ჩაციკვლა წარსულზე, უნდათ, რომ ის, რაც არ მოსწონთ, რის მიმართაც აქვთ სერიოზული ბოღმა, გაღიზიანება, ნეგატიურად წარმოაჩინონ საზოგადოებაში. მართლა სასაცილოა, რომ ორწელიწადნახევარში პოულობენ, თურმე სამშენებლო ნარჩენებს. არასერიოზული თემაა, ერთი მანქანა სამშენებლო ნარჩენები, რომელიც ისევ იმ ფრაზას გავიმაორებ რაც პარლამენტში ვუპასუხე- უფრო მეტი წონა სამშენებლო ნარჩენები დავტოვეთ, მხოლოდ ერთი შენობიდან, ვიდრე მთლიანად ააშენეს ამ ორწლიწადნახევრის მანძილზე. ესეც არის მაჩვენებელი იმ პრობლემების, რაც არის იუსტიციის სამინისტროში და ზოგადად ქვეყანაში. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც იმაზე კი არ ფიქრობს თვითონ როგორ შექმნას უკეთესი პროდუქტი,ან განავითაროს ის, რაც შექმნილია, მაქსიმალურად ფიქტრეობს დააზიანოს და ნეგატიური ისაუბროს იმაზე, რაც გაკეთებულია. ეს არის ბოღმა, რომელიც აქვს თვითონ წულუკიანს და კომპლექსები, რომელიც სამწუხაროდ აწუხებს დღევანდელ მთავრობას. კომპლექსები გამოწვეულია იმით, რომ ვერაფერი ახალი ქვეყანაში ვერ იქმნება,მ რომელიც ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააყენებს.”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.