„ანტი-ფრონტექს დღეები“ ვარშავაში

ანტი-ფრონტეხდღეს, ვარშავაში ფრონტექსის წინააღმდეგ დაანონსებული დღეები დაიწყო.
ფრონტექსი არის ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტო, რომელიც განსაზღვრავს და განკარგავს ევროკავშირის ქვეყნებში საზღვრის დაცვის პოლიტიკას.
როგორც ფრონტექსის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და „ანტი-ფრონტექს“ დღეების ორგანიზატორები ამბობენ, ფრონტექსის პოლიტიკა ძირფესვიანად არღვევს ევროპის ადამიანის უფლებათა ძირითად კონვენციას, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს აბსოლუტურად უგულებელყოფს.
„ფრონტექსმა მესაზღვრეებს უფლება მისცა ისროლოს და მოკლას ადამიანები. მათ 2014 წლის იანვარში საბერძნეთის საზღვრებზე ქალები და ბავშვები ჩახოცეს, ამ ფაქტიდან ერთ თვეში ესპანეთში 50-ზე მეტი ადამიანი ჩაცხრილეს. რამდენიმე თვის წინ, როცა ლიბიიდან ხმელთაშუაზღვაში ნავით მოძრავ მიგრანტებს შველა სჭირდებოდათ, ისინი მათ უბრალოდ აკვირდებოდნენ, როგორ იხოცებოდნენ და თქვეს, რომ დავეხმაროთ, სხვებს იმედი გაუჩნდებათ და ეს მიგრაციის რიცხვს გაზრდის ამიტომ არ ვეხმარებითო. ევროკავშირის ზუსტად ეს უწყება არღვევს ადამიანის სიცოცხლის უფლებას პირდაპირი ან ირიბი გზით. როცა ვსაუბრობთ ფრონტექსზე, ვსაუბრობთ ევროკავშირის იმ პოლიტიკაზე, რომელიც ევროპული დემოკრატიის მითის ნაწილია“ – ამბობს „ანტიფრონტექს დღეების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლ. კამარა.
„დღეს ჩვენი დაანონსებული დღეების პირველი ნაწილი დაიწყო – ველოდებით სტუმრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საღამოს ტუნიზელი კინოდოკუმენტალისტის დოკუმენტული ფილმის „BOZA“ ჩვენება გვექნება და ასევე ფოტო გამოფენა, რომელსაც ესპანელი სერჟ კამარა წარმოადგენს. ხვალ დაგეგმილია კონფერენცია „ჩვენი სამყარო“, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილია „სამყარო, სადაც ვცხოვრობ“ – ვისაუბრენთ ადამიანis უფლებების დარღვევის ფაქტებზე და მეორე ნაწილში „სამყარო, რომელსაც ვაშენებ“ , ვიმსჯელებთ იმ მომავალზე, რომელიც გვინდა რომ გვქონდეს. ზეგ, 21 მაისს სტუმრების დიდ ნაკადს ველოდებით დემონსტრაციაზე, რომელსაც ასე ქვია „დღე დოკუმენტის გარეშე“, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ის, რომ ჩემს უფლებებს არ განსაზღვრავს ჩემი გეოგრაფიული და ეროვნული წარმომავლობა.

ჩვენ, ყველას, იმის მიუხედავად საქართველოდან ვარ, გამბიადან თუ შვედეთიდან, ერთი უფლებები გვაქვს და მას ვერც ერთი კანონი ვერ წაგვართმევს, რადგან კანონს არ მოუცია ეს უფლებები, ეს უფლებები ჩვენ თავისთავად გაგვაჩნია“ – ამბობს ქართველი ეკატერინე ლემონჯავა, რომელიც „ანტი-ფრონტექს დღეების“ ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თქმით, 21 მაისს დაგეგმილ აქციაზე პოლონელი ნაციონალისტების მიერ პროვოკაციებს ელოდებიან, რადგანაც „მათ იგივე ადგილზე დააანონსეს ანტისაემიგრაციო ღონისძიება, საიდანაც უნდა დაიწყოს ჩვენი დემონსტრაცია“.
პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ისინი დემონსტრაციაზე მონიტორინგის ჯგუფს იწვევენ.
კონფერენცია, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი, დახურულია. შედეგები მაისის ბოლოს ევროკავშირში დაგეგმილ სხდომაზე გაიგზავნება, სადაც ევროკომისიის ახალი საემიგრაციო რეგულაციები უნდა დაამტკიცონ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიავაშაძე წულუკიანს პასუხობს–გახდება თუ არა 25 ტონა სამშენებლო მასალის ნარჩენი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ახალი ბრალის წარდგენის საფუძველი?