“ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული”- უსუფაშვილი კვაჭანტირაძის განცხადებას ეხმაურება

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას ეხმიანება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მისი პირადი განცხადება იყო.

„ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული, უმრავლესობასთან შეთანხმებული, მაგრამ უმრავლესობის ლიდერი რადგან არის, ამის გამო მას სიტყვის თავისუფლება არ აქვს წართმეული,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აქვე უსუფაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიები ჩართული არიან.

„დიახ, ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა დაიკავეს ცალსახა პოზიციები. მე მინდა, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ზვიად კვაჭანტირაძემ რუსთავი 2-თან მიმართებაში განცხადება გუშინ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მე საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში გიორგი მარგველაშვილს ხვდება