ქიბარ ხალვაში გიორგი მარგველაშვილს ხვდება

ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა. ხალვაში მის ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად იმყოფება. შესვლის წინ თავად ხალვაშმა კომენტარი არ გააკეთა. ჟურნალისტებს მისი ადვოკატი ესაუბრა.

პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს მედიასთან.

კითხვაზე, თუკი ქიბარ ხალვაშს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, რა სტატუსით იმყოფება საქართველოში და აქვს თუ არა მოქალაქეობა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ამაზე თავად ქიბარი ისაუბრებს. ადვოკატის თქმით, მან არ იცის მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში აქვს, თუ – გერმანიის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაში“ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული”- უსუფაშვილი კვაჭანტირაძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ