ელისო კილაძე: „ზუგდიდში, ე.წ. კასრების კადრების საჯარო ჩვენება ხელისუფლების უნიათობის გაოხატულებაა“

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

უკრაინულმა ვებ-პორტალმა tube.ua-მ, სავარაუდოდ, სამეგრელოში, ორი წლის წინ, ე. წ. კასრების ვიდეოკადრები – „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით“ გამოაქვეყნა.

ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც ის ჩვენებას იძლევა. აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობაში კიდევ უფრო დიდი გაღიაზიანება ზუგდიდის ხელისუფლების მიერ რამდენიმე საათის წინ ჩადენილ ფაქტს მოჰყვა, როდესაც ზუგდიდის ხელისუფლების ინიციატივითა და ორგანიზატორბით, ზუგდიდში, საჯარო სივრცეში, ამ 4-წუთიანი „ფილმის“ ჩვენება მოეწყო. პოლიტიკოსებმა ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებას სიბეცე უწოდეს.

„სახელმწიფო აგონიაშია, რაც ყველაზე მძიმე და რთულია,“ – განუცხადა „თაიმერს“ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

„როცა ხელისუფლებაში ხარ, შენს მხარესაა კანონი, კონსტიტუცია, სამართლებრივი ბერკეტები და ფილმების ჩვენება არ უნდა გჭირდებოდეს, რომ საკუთარი საზოგადოება შენს სიმართლეში დაარწმუნო. სამი წელია, კადრები კასრებით ინახება. ეს ამაზრზენი კადრები, უმძიმესი დანაშაული ორი წლის წინ, დახურულ ჩვენებაზე გვაჩვენეს და გვითხრეს, რომ ფაილები განდგურდებოდა. მაქვს ლეგიტიმური შეკითხვა: კადრები, რომელიც ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინსტროში და რომელიც უნდა განადგურებულიყო, როგორ აღმოჩნდა კერძო პირების ხელში? ვიდეო ზუგდიდში აჩვენეს ქალაქის ცენტრში. მაინტერესებს, რას დაადგენს გამოძიება? – ისევ შემოგვასაღებენ თუ არა  ჩოკუტაევის კადრებად ჯიხადის ვიდეოებს, როგორც ერთხელ უკვე გაასაღეს და მის შემდეგ გამოძიება არ გაგრძელებულა თუ რეალურად დაადგენენ იმ პირის ვინაობას, ვინც კადრები შინაგან საქმეთა სამინსტროდან გაიტანა?

გეუბნებით: კადრები ირაკლი ღარიბაშვილის ხელში იყო, ანუ მაშინ შს მინისტრი ღარიბაშვილი იყო. ამიტომ კატეგორიულად მაინტერსებს, კადრები, რომელიც უნდა ყოფილიყო განადგურებული, კერძო პირების ხელში როგორ აღმოჩნდა?

საერთოდ, „ოცნებას“ რა უხარია, არ მესმის იმიტომ, რომ ამ კადრებში და ორგანიზებაში ეჭვმიტანილია „ოცნების“ თბილისის მერის დედის ძმისშვილი, მათი ადვოკატი კი, დავით ნარმანიას ძმაა. მით უმეტეს, სამეგრელოში, ხელისუფლებას ამის ჩვენება არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან სამეგრელომ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, განსაკუთრებით, 9 წლის განმავლობაში და ყველაფერი, რაც ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში ხდება, ხელისუფლების სისუსტის, უნიათობის, უმოქმედობის გამოხატულებაა. ამითი არ გადაიფარება არც „ენ-დი-აი“-ს კვლევები, არც – გაუფასურებული ლარი, არც – გაზრდილი ტარიფები და არც – პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია,” – აცხადებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “თაიმერთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება