ძალადობრივი ვიდეო ზუგდიდში საჯაროდ გამოაქვეყნეს

უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებს

დღეს ზუგდიდის ცენტრში, უკრაინულ მედიაში გავრცელებული საქართველოში ძალოვანი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობების საჯარო ვიდეო-ჩვენება და განხილვა მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეკითხვაზე, რატომ იყო საჭირო აღნიშნული ვიდეოს საჯაროდ ჩვენება, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კადრები გუშინ უკრაინის მედიაში გავრცელდა და სააკაშვილის მმართველობის დროს სასჯელაღსულების დაწესებულებებში მიმდინარე ძალადობას ასახავდა. საქართველოს ხელისუფლების თქმით, ვიდეო მასალები, სადაც მსგავსი სცენებია გადაღებული, განადგურებულია.

zugd5 zugdi3 zugdidi-1 უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებს

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დამნაშავე პირები უმოკლეს დროში უნდა დაისაჯონ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:”შონიებო, გოგოხიებო, ქვარაიებო თქვენს სიბრიყვეს მართლა არ აქვს საზღვარი”