ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანებაზუგდიდში უკრაინის მედიაში დღეს გავრცელებული ვიდეოს სახალხო ჩვენებას არასამთავრობო სექტორიდან ნინო ლომჯარია ეხმიანება. მისი თქმით, კადრების გამავრცელებლები და მისი სახალხოდ ჩვენების ორგანიზატორები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან და ორივე უნდა დაისაჯონ:

“ვინც ამ კადრების საჯარო ჩვენებებს აორგანიზებს და ამისგან სიამოვნებას და კმაყოფილებას განიცდის, ის თავადაც იგივეს გამკეთებელია! ამაში დარწმუნებული ვარ! რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუკი გამოძიება მიმდინარეობს კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის გამო, რატომ არ არიან დამნაშავეები ისინი, ვინც საჯარო ჩვენებებს აწყობენ? მათ შორის საჯარო მოხელეები. რატომ არ ერევა პატრული? რატომ არ აღკვეთენ მსგავს ქმედებებს?” – წერს ლომჯარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის ცენტრში, უკრაინულ მედიაში გავრცელებული საქართველოში ძალოვანი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობების საჯარო ვიდეო-ჩვენება და განხილვა მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეკითხვაზე, რატომ იყო საჭირო აღნიშნული ვიდეოს საჯაროდ ჩვენება, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კადრები გუშინ უკრაინის მედიაში გავრცელდა და სააკაშვილის მმართველობის დროს სასჯელაღსულების დაწესებულებებში მიმდინარე ძალადობას ასახავდა. საქართველოს ხელისუფლების თქმით, ვიდეო მასალები, სადაც მსგავსი სცენებია გადაღებული, განადგურებულია.

 

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „ზუგდიდში, ე.წ. კასრების კადრების საჯარო ჩვენება ხელისუფლების უნიათობის გაოხატულებაა“
შემდეგი სტატია„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს