მოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან

მოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან

tamaz urtmelidzeთელასის თანამშრომლების მიერ რუსეთში გაგზავნილ სკანდალურ 20 გვერდიან დასკვნაში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ურთმელიძეა ნახსენები. წერილის ავტორებისგან ირკვევა, რომ ურთმელიძე კორუფციულ გარიგებაშია გარეული არსებობს შეხვედრის კადრებიც, რომელიც ამას ადასტურებს.

სკანდალური დოკუმენტის ავტორის, ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი თელასის იურდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით დოიჯაშვილია. ამ წერილით ირკვევა, რომ დოიჯაშვილი მრავალმილიონიან დავებს სასამართლოში განგებ აგებს, მოგებული მხარე კი ფულს თელასის ნაცვლად მას უხდის. წერილის ავტორების მტკიცებით ამ დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეა, სწორდ ის, ვინც ხვალ რუსთავი 2-ის საქმე უნდა განიხილოს.

წერილის ავტორთა მტკიცებით არსებობს ვიდეომასალა, რომელიც მოსამართლე ურთმელიძისა და თელაისის იურდიული სამსახურის უფროსის შეხვედრას ასახავს. თუ ეს ფაქტი დადასტურდება გამოდის, რომ მოსამართლემ კანონი დაარღვია ერთ-ერთ მხარესთან უკანონო კომუნიკაციაში შევიდა.

“მოსამართლე ურთმელიძე, რომელიც საქმეს განიხილვას, არის დოიჯაშვილის ნაცნობი სასამართლო სისტემიდან. მოსამართლე ურთმელიძისა და სხდომის მდივნის ხუბუტიას დახმარებით დოიჯაშვილმა განგებ წააგო დავა, რომელიც თელასს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან ჰქონდა, ზარალმა 2 მილიონ 24 ათას 237 ლარი შეადგინა,- ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი სკანდალურ წერილში, სადაც მოსამართლე ურთმელიძის გვარი ფიგურირებს.

ამავე წერილის ავტორები ამტკიცევბენ, რომ ამჟამად მოსამართლე ურთმელიძე განიხილავს თელასის ყოფილი კომერციული დირექტორის დავით ქართველიშვილის საჩივარს თელასის წინააღმდეგ. ის სამსახურიში აღდგენას და ნახევარ მილიონ ლარზე მეტის კომპენსაციას ითხოვს. დოკუმენტის ავტორების მტკიცებით ამ სასამართლო სხდომის დაწყების წინ მოპასუხე, ანუ თელასის იურდიული სამსახურის ხელმძღვენალი დოიჯაშვილი მოსამართლე ურთმელიძეს პირადად შეხვდა და არსებობს ამის მტკიცებულებებიც.

შედგა თუ არა ფარული შეხვედრა მოსამართლე ურთმელიძესთან და რა გარიგებეზეა საუბარი, ამ თემაზე თელასის კომერციულ დირექტორს ლაპარაკი არ სურს.

სკანდალური წერილი, კი სადაც ფარულ გარიგებებზეა საუბარი რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა და 2015 წლის 21 სექტემბრით არის დათარიღებული.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:”შონიებო, გოგოხიებო, ქვარაიებო თქვენს სიბრიყვეს მართლა არ აქვს საზღვარი”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: „ზუგდიდში, ე.წ. კასრების კადრების საჯარო ჩვენება ხელისუფლების უნიათობის გაოხატულებაა“