ეკა ბესელია : გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს

“გაზპრომის” წარმომადგენელსა და კახა კალაძეს შორის დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრაზე განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობაში გააკეთეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, თქმით, საჭიროა, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს.

“ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს, ეს გვჭირდება ჩვენ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საუბარია სომხეთისთვის ტრანზიტის გაზრდაზე და ქართული კომერციული ორგანიზაციებისთვის რუსული გაზის შეძენის უფლებაზე.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კახა კალაძეც ადასტურებს, თუმცა კამერების წინაშე მას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.9 მილიარდ ლარს შეადგენს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იდგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართულებით