ალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იდგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართულებით

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

გაზპრომის წარმომადგენელსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს შორის დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრას თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ალექსი პეტრიაშვილი გარკვეულ რისკებს ხედავს.

„ეს არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იდგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართულებით. იკვეთება რუსეთის მხრიდან დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, აღიმაღლონ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მთელ მთავრობას, ფორმალურ და არაფორმალურ მმართველობას, პასუხისმგებლობა დაეკისრება,“-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

რუსეთის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებები ვიცეპრემიერ კალაძესა და გაზპრომს შორის სწორედ გაზმომარაგების საკითხებს შეეხება. საუბარია სომხეთისთვის ტრანზიტის გაზრდაზე და ქართული კომერციული ორგანიზაციებისთვის რუსული გაზის შეძენის უფლებაზე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სულ მალე საოცნებო კი არა ხელშესახები რეალობა იქნება