ევროკავშირის ელჩი : ეს ვითარებას ძაბავს და უარყოფით გავლენას ახდენს

“ეს ვითარებას ძაბავს და უარყოფით გავლენას ახდენს,” – ეს განცახდება რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროკავშირის ელჩმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე საუბრის დროს გააკეთა.

“ახალი ნიშნების დამონტაჟებამ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან დაძაბულობა გაამწვავა და შეუძლია პოტენციურად უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებასა და თავისუფლად გადაადგილებაზე. ევროკავშირის პოზიცია ასეთია – თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი ქმედებები რომელიც ვითარებას ძაბავს და უარყოფითად ისახება კონფლიქტის მოგვარებაზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ადგილზე იმყოფებიან სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები,”- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას თქმით, გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია
შემდეგი სტატიადავით ნარმანია მოსკოვის მერისთვის მოწვევის გაგზავნას უარყოფს