დავით ნარმანიას თქმით, გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსი, რომელიც 2 დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა, საცხოვრებლად ვარგისია,-ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, კორპუსის დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები დღეს დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდგე კი ადგილობრივები საკუთარ ბინებში დაბრუნდებიან.

„კორპუსი კონსტრუქციულად მდგრადია, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების ჩატარება,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ისინი, ვინც მესამე და მეოთხე სადარბაზოებში ცხოვრობდნენ, ამ დრომდე სასტუმროებში არიან.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში “სანდეის” მაღაზია დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი : ეს ვითარებას ძაბავს და უარყოფით გავლენას ახდენს