ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ვალუტის გამყარებას საშუალოვადიან პერიოდში ელოდება. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები და ასევე ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობს.
„საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ლარის გამყარებას ველოდებით. მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენს ვალუტაზე მიმდინარე ეტაპზე და წლის ბოლოსთვის 100-180 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვა. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობს, რათა ის მოლოდინები, რაც ბაზარს არასწორად ჩამოუყალიბდა, შემოვატრიალოთ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.