მოსამართლე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც არასწორ მოლოდინებს აჩენს

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც არასწორ მოლოდინებს აჩენს და პროცესს ვნებს.
ამის შესახებ რიყის ტერიტორიისა და თბილსერვისის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაურმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომლის მიხედვითაც “გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ რამდენიმესაათიანი ზეიმი ზეიმად დარჩება, თუკი უგულავას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ”.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას თავი შეიკავონ ამ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც ვნებს სასამართლო პროცესს და აჩენს არასწორ მოლოდინებს”, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
მოსამართლემ ცოტა ხნის წინ არ დააკმაყოფილა უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მეორე არგუმენტს, რომ ახალ ადვოკატს საქმის მასალებისთვის დრო სჭირდება, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ახლად ჩართულ ადვოკატს გონივრული ვადა განესაზღვრა მასალების გასაცნობად. მოსამართლის თქმით, პოლიტიკოსები იმისთვის არიან განცხადებები აკეთონ, სასამართლო კი ყველა პროცედურის დაცვით ახორციელებს სამართლებრივ პროცესებს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ლარის გამყარებას ველოდებით
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკვანძოსა და ისტორიულს უწოდებს