გიორგი ქადაგიძე – რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ლარში გამოტანილი სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს

გიორგი ქადაგიძე – რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ლარში გამოტანილი სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს

გიორგი ქადაგიძე – რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ლარში გამოტანილი სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევსიმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შესაბამისი კითხვის კომენტარებისას განუცხადა.
“იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი აქვს ლარში გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს ნახევარი პროცენტით ზრდას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით ზრდის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო: ერთი ენა და ერთიანი უკრაინა რომელსაც ბოლომდე დავიცავთ
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძის ადგილს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე დაიკავებს