პეტრო პოროშენკო: ერთი ენა და ერთიანი უკრაინა რომელსაც ბოლომდე დავიცავთ

პოროშენკო: „თუკი კბილებში უნდა ჩავარტყათ - ჩავარტყამთ“

24034202უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მინსკის მოლაპარაკების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პრესასთან განაცხადება გააკეთა: ,,უკრაინა და ევროკავშირი მინსკის მოლაპარაკებებში ერთიანი პოზიციით გამოვლენ და ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია კი ის გახლავთ, რომ უკრაინა მოითხოვს უსიტყვო, ყოველგავრი წინაპირობისა და მოთხოვნის გარეშე ცეცხლის შეწყვეტას,, ამას გარდა პრეზიდენტმა პოროშენკომ წამოჭრა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფედერალიზაცია, სახელმწიფო ენის სტატუსი და საომარი მდგომარეობა ქვეყანაში. ,,უკრაინის ხელისუფლება მზადაა შემოიღოს საომარი მდგომარეობა ქვეყანაში, თუ სიტუაცია აღმოსავლეთში გაუარესდება. მეც, მტავრობაც და რადაც მზად ვართ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად და დაყოვნებას არ დავუშვებ თუ აგრესორის უპასუხისმგებლო ნაბიჯები, შემდგომ ეკსკალაციას გამოიწვევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა,, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკო შეეხო აგრეთვე სახელმწიფო მოწყობის საკითხებს და განაცხადა:,, უკრაინაში არ იქნება ფედერალიზაცია, რადგან ეს ჩვენი ხალხის 85% არ უნდა. ჩვენ ვართ და ვიქნებით უნიტარული სახელმწიფო. ფედერალიზაცია ეს ის თესლია, რომელიც უკრაინულ მიწაზე არ იხარებს. ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ, მაგრამ თუ არ გამოვა და ვინმეს კბილებში უნდა მოხვდეს… კბილებში დავარტყამთ. თუ ჩვენი ქვეყნის დაცვა დაგვჭირდება… ბოლო წუთამდე დავიცავთ მას. ჩვენ ორივე ვარიანტისთვის უნდა ვიყოთ მზად, მშვიდობისთვისაც და ომისთვისაც. რაც შეეხება სახელმწიფო ენას, აქაც არანაირი კომპრომისი არ იქნება და უკრაინაში ერთი სახელმწიფო ენა დარჩება… უკრაინული,,
კრემატორსკის გუშინდელ დაბომბვაზე საუბრისას პეტრო პოროშენკომ ემოციები ვერ დამალა… მან მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვას მხეცობა და ბარბაროსობა უწოდა… პოროშენკომ აღწერა მის მიერ ნანახი შემზარავი კადრები დედა-შვილის ტრაგედიისა, გარდაცვლი დედისა და მძიმედ დაჭრილი 3 ბწლის ბიჭის ეპიზოდი, რომელზეც პოროშენკო თვალცრემლიანი ყვებოდა და სიტყვები ყელზე ეჩხირებოდა. /იხილეთ ვიდეო/

https://www.youtube.com/watch?v=nVSjsKHu5P8

banner
წინა სტატიაში„ოლიმპიური ვარსკვლავი“ პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე – რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ლარში გამოტანილი სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს