გიორგი მღებრიშვილი: ირაკლი ფირცხალავას ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს დააბრუნებენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ფირცხალავას გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დღესვე დააბრუნებენ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ იყო ის გადაყვანილი ერთი დღით გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ეს მისივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა. თუმცა, მინისტრი არ აკონკრეტებს, რა საფრთხე ემუქრებოდა ფირცხალავას მატროსოვის ციხეში.
გლდანის ციხეში გადაყვნა ირაკლი ფრიცხლავამ დღეს სასამართლო პროცესზე გააპროტესტა. მოსამართლემ კი, სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდა, პატიმრის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს ორ დღეში გააკეთებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ნატო-ს ჩვენ ვჭირდებით მეტად, ვიდრე ჩვენ ნატო