თინა ხიდაშელი: ნატო-ს ჩვენ ვჭირდებით მეტად, ვიდრე ჩვენ ნატო

ის გამოწვევები, რომელსაც რუსეთის მხრიდან ვგრძნობთ, მიმართულია არა მარტო თბილისის, კიევის, ბაქოს ან ერევანისკენ, არამედ, ეს ეხება ვაშინგტონს, ბრიუსელს და დასავლეთის ყველა სხვა ქვეყნის დედაქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გერმანულენოვან გაზეთ Kurier-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეგიონის ყველა ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლასა და საკუთარი გზის მოძებნას ცდილობს.
“გასული წელი ძალიან რთული იყო. ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი არჩევანი გააკეთონ. რეგიონის ყველა ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლასა და საკუთარი გზის მოძებნას ცდილობს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს, თითოეულმა მათგანმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს. საუბარია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებზე, არამედ, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზეც. ჩემი აზრით, ის გამოწვევები, რომელსაც რუსეთის მხრიდან ვგრძნობთ, მიმართულია არა მარტო თბილისის, კიევის, ბაქოს ან ერევანისკენ, არამედ, ეს ეხება ვაშინგტონს, ბრიუსელს და დასავლეთის ყველა სხვა ქვეყნის დედაქალაქს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება საკითხს, ნამდვილად არის ნატო უსაფრთხოების ფაქტორი თუ შესაძლოა უფრო მეტ რისკთან იყოს დაკავშირებული, ხიდაშელის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხიდან, მოსკოვის გადასახედიდან შევხედავთ სიტუაციას, თუ თბილისის თვალით დავაკვირდებით.
“დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე 2008 წელს, როდესაც ჩვენ რუსეთთან ვიყავით ომში ჩართული. როდესაც რუსეთს გაცნობიერებული არ აქვს, რას წარმოადგენს ნატო-ს პრინციპები, რას შეაჩერებს ის? ჩვენთვის MAP-ის მიცემა ნატო-ს გააძლიერებს. ნატო-ს ჩვენ ვჭირდებით მეტად, ვიდრე ჩვენ ნატო, როგორც პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ინტერვიუს ქართულ თარგმანს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ირაკლი ფირცხალავას ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს დააბრუნებენ
შემდეგი სტატიამთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის დებულება დაამტკიცა